ახალი ამბები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში პოლიცია გამოიძახეს
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებში სკოლის დირექტორს, მურად ჯიშკარიანს ესაუბრებიან.

რამ გამოიწვია შენობაში ჭერის ჩამონგრევა, ამაზე სკოლის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებენ.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი საგაკვეთილო პროცესის დროს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსწავლეები სხვა ოთახში გადაიყვანეს. საკლასო ოთახთან მისასვლელი ამ დრომდე გადაკეტილია.

Print