ახალი ამბები
ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
FaceBook
ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევის გამო მეორე ცვლის ბავშვები სხვა ოთახში შეიყვანეს.

"ოთახთან მისასვლელი გადაკეტილია. გვითხრეს, ჭერი ჩამოინგრა და ვერ შეგიშვებთო. სხვა კლასში შეიყვანეს ბავშვები",– ამბობს ერთ–ერთი მოსწვალის მშობელი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სკოლის დირეტქორი, მურად ჯიშკარიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჭერის ჩამონგრევის მესამე შემთხვევაა.

სკოლას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯა. მშობლები მაშინ ამბობდნენ, რომ ჭერის დაზიანება მეორე სართულზე საკლასო ოთახების გაუქმებამ და საყრდენი კედლების მოხსნამ გამოიწვია.



Print
თეგები: #მეორე სკოლა