ახალი ამბები
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს
FaceBook
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორიც საქართველოს მთავრობაა, პარლამენტიდან გაიწვევევნ.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედევად, რომ კანონპროექტი იურიდიულად  გამართული იყო, ხელისუფლება ითვალისწინებს მოსახლეობისა და ეკლესიის აზრს და კანონპროექტს უკან გაიწვევენ. 

კანაფის კულტივაციის შესახებ კანოპროექტის პარლამენტიდან გაწვევა საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის დეპუტატებმაც მოითხოვეს.

მანამდე კანონპროექტს საზოგადოება და ეკლესია აპროტესტებდა, რის შემდეგაც მისი განხილვა შეჩერებული იყო.

Print