ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2019 წელს შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდება
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირდება.
"წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა ტენიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ადაპტირება მოხდება პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა", –აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შშმ პირებისთვის შესაბამისი არქიტექტურის პროექტი USAID-ის პროგრამა GGI-ს ფარგლებში შემუშავდება.

მზა ტექნიკური დავალება ქუთაისის მერიას წლის ბოლოს გადაეცემა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Print