ახალი ამბები
ქუთაისში "კარფურის" მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. 

საკრებულოს  რიგით მე-13 სხდომაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება დაამტკიცეს.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ხხელმძღვანელი, ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, ეს არის პირველი ეტაპი, რომელის შემდეგაც ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო 
მოლის მშენებლობა დაიწყება. ტერიტორიის მფლობელი  შპს "ვესტ პოინტი" გახლავთ.

"ამის შემდეგ მომზადდება განაშენიანების რეგულირების გეგმა და შემდეგ უკვე დეტალური პროექტი. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტი ვადები," - ამბობს ჩხიკვაძე.

შარტავას ქუჩა N2- ში  "კარფურის" მშნებლობისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებებს შპს "ავია აია" რამდენიმე თვის წინ აწარმოებდა.

სავაჭრო მოლისთვის ტერიტორია ყოფილი საავიაციო ქარახნის ტერიტორიაზეა შერჩეული.



ამავე თემაზე:


ქუთაისში "კარფურის" მშენებლობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - შერჩეულია ტერიტორია

ქუთაისში შესაძლოა "კარფური" გაიხსნას
Print