ახალი ამბები
უმრავლესობა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვს
FaceBook
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი მარიხუანას კილტივაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.
საკითხი ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დააყენა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროექტის ავტორი მთავრობაა და მისი გაწვევა მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

მოგვიანებით, კანონპროექტის გათხოვა დეპუტატებმა სხდომაზეც მოითხოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და დეპუტატების შფოთვა უადგილოა.

"ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად, გაუგებარია ეს შფოთი. გასაგებია, რომ დეპუტატებმა კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს, მაგრამ მათ იციან,რომ ამას აქვს თავისი პროცედურები"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მარიხუანას კილტივაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეაჩერა, თუმცა, უკან არ გაუწევია.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მარიხუანას მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

Print