ახალი ამბები
დაპირისპირების შემდეგ "ნაციონალებმა" სხდომა დატოვეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა დატოვეს.

"ეს საკრებულო არის ბალაგანი, ნაგავი, რომელიც არის სასწრაფოდ გასატანი. ამ შემადგენლობაში საკრებულოს სხდომაზე დასწრება არის შეუძლებელი. აქ მოვიდვართ ჩვენი ამომჩევლების გამო, თორემ ამ შემადგენლობას არნაირი კავშირი არ აქვს ქალაქთან და ამომჩევლებთან"- განაცხადა "ნაციონაური მოძრაობის" დეპუტატმა გია უკლებამ.

საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით გოგისვანიძე და უმრავლესობის წევრი მარეხი ნიჟარაძე დაუპირისპირდა.

დეპუტატებს შორის კამათი კამათი გენდერული თანასწორობის საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის მოჰყვა.

“გასაგებია რომ ცვლილება შეგაქვთ, მაგრამ მაინტერესებს, ხართ თუ არა სოლიდარულები, კონკრეტულად ელეონორა არჩაიას მიმართ”- განაცხადა დავით გოგისვანიძემ. რის საპასუხოდაც დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ "ნაციონალებს" ირინა ენუქიძე გაახსენა.

“თავად თუ იყავით სოლიდარულები ირინა ენუქიძის მიმართ, გაიხსენეთ. ელეონორა არჩაიაზე კი არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ძალიან ადრე ზეიმობთ, თქვენი სახეა სახურავზე ასული სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ წავა ციხეში” - განმარტა მარეხი ნიჟარაძემ.


ელეონორა არჩაია, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გლახვათ, საინფორმაციო სააგენტო იმერეთის ნიუსის" დამფუძნებლის დედაა.

კოტე ცირეკიძე აცხადებს, რომ ვიცე-მერის და ვიცი-გუბერნატორის მხრიდან მის ოჯახსა და სააგენტოს ჟურნალისტებზე სიტყვიერი მუქარა ხორციელდება, რის გამოც მან სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა," - წერს კოტე ცირეკიძე.

კოტე ცირეკიძემ საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე თვის წინ დააფუძნა.

ქუთაისის მერიასა და გუბერნიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
Print