ახალი ამბები
“ქართული ოცნების“ ოფისში ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
FaceBook
ქართული ოცნების“ ოფისში ლიდერების შეხვედრა დღესაც განახლდა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ - წერს ინტერპრესნიუსი.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტრატეგიასა და სამუშაო გეგმაზე მსჯელობს.

როგორც ცნობილია, პარტიაში დაანონსებულია საკადრო ცვლილებებიც.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.

შეგახენებთ, რომ გუშინ თბილისში ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარიაც იმყოფებოდა", რომელიც "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნებზე მიღებული ცუდი შედეგების გამო "დაიბარეს".
Print