ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 38 საჩივრიდან 31 არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა. 38 საჩივრიდან კომისიამ 31 არ დააკმაყოფილა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 3 საჩივარი, ნაწილობრივ დამაყოფლდა 1, ხოლო, სამი მათგანი საჩივრების ავტორებმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლებმა,  უკან გაითხოვეს.

საოლქო საარჩევნო კომისია 29 ოქტომბერს შესული საჩივრების განხილვას ხვალ გააგრძელებს.

საჩივრების განსახილველად კომისიას ერთი დღე რჩება.

Print