ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. საოლქო კომისია დღეს 36 საჩივარს განიხილავს.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. 

ამ დროისთვის კომისია 28–ე უბანზე ეროვნულ დმეოკრატიული პარტიის დამკვირვებლის მიერ დაწრილ საჩივარს განიხილავს. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ საუბნო კომისია კანონდარღვევით, ნაცვლად 7:00 საათისა  6:50 წუთზე გაიხსნა. 

კომისიის წევრები უბნის თავმჯდომარისთვის  დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს.

საოლქო კომისიას საჩივრების განსახილველად ორდღიანი ვადა აქვს.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 47 საჩივარია შესული.
Print