ახალი ამბები
წყალტუბოში თანამედროვე ტიპის ბალნელოგიური ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ცენტრის მშენებლობა კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

წყალტუბოში ახალი თანამედროვე ტიპის ბალნელოგიური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მშენებლობა კერძო ინვესტიციით განხორციელდა. ბალნეო–ცენტრის მშენებლობისთვის 5 მილონი ლარი დაიხარჯა.
ამჟამად ცენტრში 35–მდე ადამიანია დასაქმებული და პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია.
ცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
"წყალტუბო იბრუნებს იმ მნიშვნელობას, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე სასტუმროს გაყიდვა. უკვე გამოვიტანეთ სანატორიუმი "მეშახტეს" კომპლექსი, სადაც განთავსდება 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო დონის სასტუმრო. მშენებლლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბალნელოგიური ცენტის გახსნას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ჯადაცვის მინისტრი დაესწრნენ.

Print