ახალი ამბები
ათენში სოფო ბობოხიძის ფოტოების გამოფენა მოეწყო
FaceBook
საბერძნეთის ქალაქ ათენში, ათენის ქართული კულტურისა და განათლების ცენტრში, გარდაცვლილი ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის ფოტოების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის პარალელურად შედგა მისი ალბომის პრეზენტაციაც, რომელშიც 350–მდე ფოტოა თავმოყრილი.

გამოფენა სოფოს დედის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

" გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებამ აღფრთოვანება გამოხატა. ძალიან მოეწონათ არა მარტო სურათები, არამედ თითოეულ მათგანში ჩადებული აზრი. აგრეთვე პრეზენტაცია გაუკეთდა სოფოს სურათების ფოტო-ალბომს, რომელშიც შევიდა მისი 350 ფოტო. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო გამოფენა. კიდევ იგეგმება ახალი ღონისძიებები", - განაცხადა გარდაცვლილი ჟურნალისტის დედამ, თამილა ნიქაბაძემ.

ტელეკომპანია პირველი არხის ოპერატორი და ფოტოგრაფი, სოფო ბობოხიძე 2016 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.



Print