ახალი ამბები
საარჩევნო კომისია ქუთაისში საჩივრების განხილვას 30 ოქტომბერს დაიწყებს
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 30 ოქტომბერს დაიწყებს.
ბოლო მონაცემებით შემოსულია 45 საჩივარი. საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საჩივრები პროცედურულ დარღევებს ეხება.

"არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა და პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს საარჩევნო პროცესების თანმდევია," - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.


2018 წლის 28 ოქტომბრის აარჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი. მასში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.
Print