ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ქუთაისში 123–ივე უბნის შედეგები დათვლილია. მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%).

ცესკომ საქართველოს მასშტაბით უბნების 99% უკვე დათვალა. 3658 უბნის მონაცემებით ზურაბიშვილი ვაშაძეს მცირე უპირატესობით, დაახლოებით 1%–ით უგებს.  
Print
თეგები: #არჩევნები 2018