ახალი ამბები
ქუთაისში 49-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ისინი კომისიის თავმჯდომარესთან გასაუბრებას ითხოვენ.

უბანზე პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც ამომრჩეველ ქეთევან გაბრიაძეს არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინეს.

აკრძალვის მიზეზი გახდა შესაძლო მარკირება, რომელიც ამომრჩველს, როგორც კომისიის წევრებმა უთხრეს, უკვე გავლილი ჰქონდა.

ამომრჩეველი მარკირებაზე შესამოწმებლად საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიყვანეს. 

კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ის ვერ აიღებს საკუთარ თავზე ფაქტის მოკვლევას. 

„ცხოვრებაში პირველად ვარ არჩევნებზე, მანამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა და კომისიის წარმომადგენლებმა დამაბრალეს, რომ მარკირება უკვე გავლილი მაქვს. ამ ყვლაფრის გამო ატყდა აურზაური, მათ მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადობა ჩამომართვეს, სიცრუეში დამადანაშაულეს.

თუმცა, საბოლოოდ თავად ვერ არიან დარწმუნებული მაქვს თუ არა მარკირება გავლილი, რადგან ამ ფაქტის დადასტურება თავად ვერ შეძლეს. ამიტომ მივდივარ საოლქოში, რათა პროფესიონალებმა დაადგინონ სიმართლე“, - ამბობს ქეთევან გაბრიაძე.


Print