ახალი ამბები
"მაქვს ინფორმაცია, ხდება ზეწოლა" - გოგი წულაია აქციებს აანონსებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადება.

წულაიას თქმით, ხმების გაყალბება განსაკუთრებით მოსალოდნელია ავტოქარხნის დასახლებაში.

"მაქვს ინფორმაცია, ხდება ზეწოლა, გვარებს და სახელებსაც მალე დავასახელებ. მყავს ყველგან წარმომადგენლები. ხდებოდა ყველგან ზეწოლა, რომ დათვლის დროს ჩვენი ხმები სხვასთან გადავიდეს. წინასწარ ვაანონსებ, აუცილებლად დავიცავთ ხმებს, გავმართავთ აქციებს, დავიწყებთ ქუთაისიდან და გავაგრძელებთ თბილისში," - აცხადებს წულაია.
Print