ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი კენჭისყრის დასრულებამდე გახსნეს
FaceBook
ქუთაისის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი კენჭისყრის დასრულებამდე გახსნეს.
არასათავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლის თქმით, კომისიის წევრთა უყურადღებობის გამო, ამომრჩეველმა ბიულეტენი მთავარი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში ჩააგდო, რის შემდეგაც უკვე დალუქული გადასატანი ყუთი გახსნეს, ამოიღეს ბიულეტენი,  რომელიც ჩააგდეს მთავარ ყუთში.  გადასატანი ყუთი კი ისევ დალუქეს.

დარღვევაზე არასათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე დაწერა.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 31 საჩივარია შესული.

Print
თეგები: #არჩევნები 2018