ახალი ამბები
ღარიბაშვილმა ქუთაისში სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
FaceBook
სასტუმროს მშენებლობის ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია და მისი მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას საფუძველი დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.
დღესვე ღარიბაშვილმა საპარტნიორო ფონდის "კაპიტალ პოლდინგის" წარმომადგენლთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, როელიც ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტების განხორციელებას ითავლისწინებს.
ხელშეკრულების თანახმად, ახალი სასტუმრო სამ ვარსკვლავიანი და საერთაშორისო ბრენდის იქნება. გათვალისწინებულია  40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე, სამი საკონფერენციო დაბრაზი, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორნებით.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სასტუმროს მშენებლობის ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია და მისი მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.  სასტუმროს დეველოპმენტს განახორციელებს კომპანია "სიმეტრია," რომელიც Best Western Internationalის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
თეკლე მორგოშია

Print