ახალი ამბები
31 საჩივარი და ამომრჩეველთა აქტივობა 27.75% - 15 საათის მონაცემები ქუთაისიდან
FaceBook

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.


მისი თქმით, 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 43 308-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 27.75%-ია.

"ამომრჩევლების ეს აქტივობა წინა არჩევნებთან  შედარებით ამ დროისთვის 7000-ით მაღალია. რაც შეეხება, კენჭისყრის პროცრდურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს"- განმარტავს ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 31 საჩივარია შესული, რომელიც მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება.

"ყველაზე მეტად აქტიურობს "ნაციონალური მოძრაობა. 11 საჩივარი აქვს დაწერილი საიას, ხოლო დანარჩევნი სხვა საარჩევნო სუბიექტებს," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი 

ქუთაისში 123-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

Print