ახალი ამბები
ქუთაისში ორი ორგანიზაციის დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს
FaceBook
ქუთაისში, მე-6 საარჩევნო უბანზე ორი ორგანიზაციის დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს. 

საუბარია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგისა" და "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლებზე.

მათი თქმით, უბნის თავმჯდომარემ მათი აკრედიტაცია საეჭვოდ მას შემდეგ მიიჩნია, როდესაც ვიდეოგადაღებისთვის კამერები ჩართეს.

"შევედით უბანზე, გავიარეთ რეგისტრაცია, გავტარდით ჟურნალში და მას შემდეგ, რაც  ვიდეოკამერები მოავწყვეთ, თავმჯდომარემ გვითხრა, რომ უბანი უნდა დაგვეტოვებინა, თითქოს ჩვენი აკრედიტაცია იყო ყალბი. დარეკეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც უთხრეს, რომ თუკი აკრედიტაციაზე #59-ე ოლქო არ ეწერა, არ გვქონდა უბანზე ყოფნის უფლება. ჩვენ აკრედიტაცია გავიარეთ ცესკოში და გვაქვს ყველა დონის ოლქში დაკვირვების უფლება. ასეთ შემთხვევაში 59-ე ოლქი ბუნებრივია აკრედიტაციაზე არ იქნება მითითებული.

დავტოვეთ უბანი და კამერები გამორთულ მდგომარეობაში არის იქ" - ამბობს ზაალ კუხიანიძე.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე გადაამოწმა აკრედიტაციები და დადგინდა მათი ნამდვილობა.

თუმცა დამკვირვებლები ამბობენ, რომ კამერების ჩართვის უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ, რადგან თავმჯდომარე აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან მისთვის ჯერ არავის დაურეკავს. 

დამკვირვებლებმა, საარჩევნო უბნის იძულებით დატოვების გამო, საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
Print