ახალი ამბები
ამომრჩეველი, რომელმაც სიაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა, ცუდად გახდა
FaceBook
ქუთაისში 118 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.

თამარ ლომსაძის თქმით, მაშინ როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტო დაინახა და კომისიას ფაქტზე დაუყონებლივ რეაგირება მოსთხოვა.

ამომრჩეველი ითხოვს გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა.

"ხუთი წლის გარდაცვლილი შვილი ვნახე სიაში. დიაბეტი მაქვს და ჩემი შვილი რომ დავინახე, ძალიან ცუდად გავხდი. ერთადერთი შვილი მყავდა, ასე როგორ შეიძლება, ეს არის ქვეყანა",–ამბობს თამარ ლომსაძე.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს, რადფან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.
Print