ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია – "გვაქვს სერიოზული აქტივობა ქუთაისში"
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.

მისი თქმით, 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 22 544-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 14.45%-ია.

"გვაქვს ძალიან სერიოზული აქტივობა ქუთაისში. ამომრჩევლების ეს აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით მაღალია. რაც შეეხება, კენჭისყრის პროცრდურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს"- განმარტავს ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 21 საჩივარია შესული, რომელიც მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება.
Print