ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარი შევიდა
FaceBook

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარი შევიდა.


ოთხი საჩივარი ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "საიამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" დაწერეს, ოთხი საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში "ნაციონალურმა მოძრაობამ", დანარჩენი სამი კი საარჩევნო სუბიექტებმა შეადგინეს.

საჩივრები ძირითადად კენჭისყრის დროს გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებს შეეხება. მათ შორის, საჩივრები დაიწერა მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრასა და გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე.

 

Print
თეგები: #არჩევნები 2018