ახალი ამბები
დამკვირვებლები: ქუთაისის #3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა
FaceBook
ქუთაისის #3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა.
დარღვევა დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ორივე დამკვირვებელმა მომხდარზე საჩივარი უკვე შეადგინა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის თქმით, ამომრჩეველს მარკირება რეგისტრატორმა არ ჩაუტარა.

დარღვევები დაფიქსირდა 59–ე უბანზეც, სადაც, კენჭისყრის პროცედურა საკონტროლო ფურცლის შევსების გარეშე დაიწყო, უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კი ბიულეტენი გადასატან საარჩევნო ყუთში ჩააგდო, კონვერტის გარეშე.
Print
თეგები: #არჩევნები 2018