ახალი ამბები
ქუთაისში კომისიის მდივანი, რომელმაც უბანი დატოვა, უკან დააბრუნეს
FaceBook
ინცინდენტი მოხდა ქუთაისში, მეორმოცე საარჩევნო უბანზე.

კერძოდ, საარჩევნო პროცედურის დაწყებისას უბნის მდივანმა უბანი დატოვა. ხმის მიცემის პროცედურა მას შემდეგ განახლდა, რაც მდივანი საარჩევნო უბანზე დააბრუნეს.

"როცა გაიხსნა საარჩევნო უბანი, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხმის მიცემა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე დაიწყო. ეს მე დავინახე და საჩივარი დავწერე. მდივანს არ უნდოდა, რომ საჩივარი დაეწერა. თქვა, რომ ის ტოვებდა პოსტს, რადგან არ შეეძლო მუშაობა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დააბრუნეს მდივანი,"- ამბობს უბანზე "ნაცონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ელზა ბურჯალიანი.

მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კომენტარს არ აკეთებენ
Print