ახალი ამბები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ქუთაისს ყინულის მოედანი დაუბრუნა
FaceBook
"ან თავის დროზე რატომ გამოგვატანეს, ან ახლა რატომ მიაქვთ"

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ქუთაისს ყინულის მოედანი დაუბრუნა.
ადგილობრივმა მთავრობამ მოედნის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "ყინულის მოედანის" წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღო.
"ამის შემდეგ, მივიღეთ საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტლება, რომ მოედანი უკან დავაბრუნოთ. ან თავის დროზე რატომ გამოგვატანეს, ან ახლა რატომ მიაქვთ", - განმარტავენ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში.
ყინულის მოედანი ქუთაისიდან ზესტაფონში 2010 წელს ჩაიტანეს, რომლის მონტაჟი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 3 000 ლარი დაუჯდა.
თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ყინულის მოედანი არასოდეს ყოფილა ფუნქციონირებაში იმ მიზეზის გამო, რომ მოედანზე მომუშავე მწვრთნელი ქალაქში არ მოიძებნა. აქედან გამომდინარე, მოედნის დამონტაჟებიდან შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში მისი შენახვისთვის საჭირო თანხის განსაზღვრა არ მომხდარა.

KutaisiPost

დეა მანაგაძე
Print