ახალი ამბები
სახელისუფლებო პიარი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
FaceBook
ქუთაისის მერიის თანამშრომლები და თანამდებობის პირები, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილის მხარდჭერას ღიად გამოხატავენ.
საჯარო მოხეელეები სოციალურ ქსელში დილიდან, შეთანხმებულად, რამდენიმე წუთის ინტერვალით აქვეყნებენ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის ამსახველ ფოტოს.

არასამუშაო დღეს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პიარისთვის იცლიან ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებიც.

48 ნომრის გამოსახულებით ფოტოები პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიცე–მერმა, გიორგი იობაშვილმა, ზედამხედველობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებმა, ასევე, საკრებულოს დეპუტატმა, ოთარ ლორთქიფანიძემ.





სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიაში ეხმარება ქალაქის მერიც. იგი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შვებულებაში გავიდა. მასთან ერთად შვეულებაში იმყოფება მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძეც, რომელიც გიორგი ჭიღვარიას მოქალაქეებთან შეხვედრებზე, სადაც, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ბუკლეტებს არიგებენ, თან ახლავს.



2018 წლის 28 ოქტომბერს, მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს.
Print
თეგები: #არჩევნები 2018