ახალი ამბები
ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნებზე 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული
FaceBook
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 ოქტომბერს, დილის 8:00 საათიდან ქალაქის მასშტაბით 123 უბანი გაიხსნება. ამასთანავე, იმუშავებს ერთი სპეც.უბანი.

ამომრჩევლები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გაკეთებენ.

28 ოქტომბერს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არჩევითი აღარ იქნება და მას 300 ხმოსანი დაასახელებს.

Print