ახალი ამბები
„არარსებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მინდვრის რექტორი ჰყავს“
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში გამართა.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქარაძემ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ისუაბრა, რომელსაც მისი თქმით, მინდვრის რექტორი დაუნიშნეს, რადგან ადგილზე აშენებული ჯერ არაფერია.

"უნივერსიტეტი არ არასებობს, მაგრამ მას ჰყავს რექტორი, რომელიც ყოველთვიურად იღებს ხელფასს. გამოდის, რომ არარსებულ უნივერსიტეტს მინდვრის რექტორი დაუნიშნეს", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი. თუმცა სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. თუმცა გახსნის თარიღმა ერთი წლით გადაიწია და სტუდენტთა ნაკადის მიღება 2020 წელს არის დაგეგმილი. სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

ამ დროისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ქვის ქარხნები შენდება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით საწარმოები სასწავლო დაწესებულების შენობისა და საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად სჭირდებათ.
Print