ახალი ამბები
„მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს დააფიქსიროს პოზიცია ხორავას ქუჩის საქმეზე“
FaceBook
"ევროპული საქართველო" წარმომადგენლები  საპეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის დასკვნაზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
"სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ჰქონდა ძალიან მწვავე შეფასებები იმ ტყუილებზე, რასაც ის სხდომებზე პროკურორებისგან ისმენდა, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დატოვა კომისია, მაშინ როცა, მზადდებოდა დასკვნა. ამის შემდეგ მას არც პოზიცია დაუფიქსირებია და არც ხელისუფლებისგან მოუთხოვია ქმედითი ნაბიჯები. ასეთი ადამიანი როგორ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი? მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დააფიქსიროს პოზიცია ამ უმძიმეს საქმეზე და ახსნას ისიც თუ რატომ გაიქცა კომისიიდან ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, საქმის გამოძიებით არც ხელისუფლებაა დაინტერესებული და სწორედ ამიტომ საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ორი თვეა თაროზეა შემოდებული.

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, რომლის შედეგადაც ორი არასრულწოვანი მოკლეს, საპარლამნეტო კომისია შეიქმნა. კომისიამ უკვე გამოაქვეყნა საქმეზე მომზადებული დასკვნაც.

დასკვნის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქმეში იკვეთება კონკრეტული პირების, მათ შორის საქმის პროკურორების ბრალეულობა, რომლებიც, დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენ.

Print