ახალი ამბები
წყალი 25 წლის შემდეგ
FaceBook
25 წლიანი ლოდინის შემდეგ ჭიათურის სოფელ ითხვისის მოსახლეობას წყალი მიეწოდა.

ამ დრომდე ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლიდან, სვერიდან ეზიდებოდნენ.

როგორც იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ,  ეს არის წყლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის შედეგადაც სასმელი წყლით სოფელში 100 – ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. 

იმერეთის გუბერნიის ცნობითვე, ჭიათურაში წყლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე  სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება და საერთო ჯამში სასმელი წყალი სოფლების: ითხვისის, კალაურისა და შუქრუთის 600–მდე კომლს, 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

"როდესაც პირველად შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ითხვისში მცხოვრებ მოსახლეობას და პრობლემებს ვეცნობოდი, მათ პრიორიტეტად სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდება დაასახელეს. მაშინ დავპირდი მოსახლეობას, რომ მათ წყალი აუცილებლად ექნებოდათ. 2 კვირის შემდეგ მე მათთან ერთად მოვუშვი ონკანი," – ამბობს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.

მისივე თქმით, სოფლებში წყლის მიწოდების პროცესი გაგრძელდება.


Print