ახალი ამბები
გოგი წულაიამ "ივანიშვილის სახელობის უნივერსიტეტი" გახსნა (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან პერფორმანსი მოაწყო და   დასწავლებელი  "გახსნა". 

"მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის სახელობის უნივერისტეტის გახსნა,"



მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. თუმცა გახსნის თარიღმა ერთი წლით გადაიწია და სტუდენტთა ნაკადის მიღება 2020 წელს არის დაგეგმილი. სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს (ვიდეო)


ადგილი, სადაც ერთ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას (ვიდეო)
Print