ახალი ამბები
თეთრი ხიდი "გრანდიოზულ გახსნამდე" ერთი კვირით ადრე (ვიდეო)
FaceBook
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა დააანონსა.
მერიას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადეს, რომ ხიდი თვის ბოლოს საზეიმოდ, გრანდიოზულად გაიხსნება.

ხიდის გახსნაზე, ცისფერყანწელების ლექსების ფონზე, პერფორმანსს წარმოადგენს გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი.

როგორ გამოიყურება თეთრი ხიდი გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ნახეთ ვიდეო:



თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დახარჯა.
Print