ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება მდინარე ოღასკურას დაბეტონებაზე
FaceBook
ქუთაისში მდინარე ოღასკურას ფსკერის დაბეტონებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია განმარტებებს აკეთებს.

მათი ინფორმაციით მდინარის კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე, ფსკერის მოწყობას.

"შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება ქუჩების დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე," - აცხადებენ მეერიაში. 

მათი ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ჯავახიშვილის ქუჩიდან #32 სკოლამდე მდინარე ოღასკურას კალაპოტის კაპიტალურად მოწყობას.

"სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე," - აღნიშნავენ ქუთაისის მერიაში.

პროექტში მითთებულია, რომ "მდინარე ოღასკურას კალაპოტის კაპიტალურად მოწყობისათვის საჭიროა მოხდეს მდინარის ფსკერიდან დაგროვილი ქვიშა-ღორღის ამოწმენდა, შემდგომში გვერდების შესავსებად, საჭიროა ბეტონის ძირის ქვეშ მოეწყოს 20-40 მმ ფრაქცია ღორღით, რომელიც დაიტკეპნება,  ჩამოისხას მდინარის ძირი ბეტონით ჰ-20 სმ, რომელსაც გვერდებზე გაუკეთდება არმატურის (დ=10 მმ) ნაშვერები, შემდგომ აიწყობა არმატურის ბადე (დ=10 მმ), უნდა ჩამოისხას ბეტონის კედლები სისქით 25 სმ, რომელსაც შემდგომ უნდა წაუსვან ბიტუმის ემულსია, ბეტონის კედლებს ზემოთ უნდა დაიყაროს ამოღებული ქვიშა-ღორღი და გაკეთდეს ფერდოები, (პკ-0+00-3+50) უნდა მოეწყოს ლითონის მოაჯირები, არსებული რკ/ბეტონის ფილები, სადაც დაზიანებული არის უნდა შესწორდეს და ღრეჩოები უნდა შეივსოს ქვიშა-ცემენტის ხსნარით".

სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მდინარე დააბეტონეს (ფოტო)
Print