ახალი ამბები
კიბე საფეხურების გარეშე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელი კიბე საფეხურების გარეშეა დარჩენილი.



ჩანგრეული საფეხურების გამო ადგილობრივები კიბით ვერ სარგებლობენ და მის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

"კიბე ორი წელია თანდათან იშლება, ახლა უკიდურეს მდგომარეობაშია და ფაქტიურად პარალიზებულია, ვერც ვერავინ ჩადის და ვერც ვერავინ ამოდის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასეთ საცოდავ მდგომარეობაში არ უნდა იყოს კიბე, სირცხვილია," –  ამბობს ადგიობრივი მანანა ვარდოსანიძე.

ადგილობრივების თქმითვე, კიბე გადაადგილებისთვის სჭირდებათ და მის შეკეთებას ითხოვენ. 



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ...



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კიბის მოწესრიგება მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან ის საქართველს რკინიგზის საკუთრებაშია. აპირებენ თუ არა კიბის რეაბილიტაციას, ამის გასარკვევად რკინიგზის პრესსამსახურს მივმართეთ, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათ პასუხს, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print