ახალი ამბები
თეთრი ხიდის სამუშაოებზე მუშები ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით მივიდნენ (ვიდეო)
FaceBook
კომპანია "ალმა რუსის"თანამშრომლები თეთრი ხიდის სარეაბლიტაციო სამუშაოებზე,  სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით გამოცხადდნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსახულებით მუშები არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა დაფიქსირეს. გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოს.



რატომ მივიდნენ თანამშრომლები სამუშაოებზე მაისურებზე სააგიტაციო შინაარსის მქონე გამოსახულებიანი მაისურებით, უცნობია.

კომპანია "ალამ რუსთან" დაკავშირება ვერ ხერხდება. კომპანიის წარმომადგენელს, ზურაბ ყურუას ტელეფონი გამორთული აქვს.

თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს. ტენდერის მიხედვით, კომპანია "ალმა რუსს" სამუშაოები ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს უნდა დაესრულებია.

Print