ახალი ამბები
იტალიაში გარდაცვლილი მამაკაცი ბაღდათიდან იყო
FaceBook
იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის გიორგი ფერაძე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტლიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

ნათესავების განცხადებით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. მათივე თქმით, ახალგაზრდის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა.

"ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ ვერაფერი სამუშაო იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან,"- ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

გიორგი ფერაძე გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა.


Print