ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
FaceBook
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. 28 ოქტომბრისთვის ცესკომ სულ 3 252 800 ბიულეტენი უნდა დაბეჭდოს.
საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ბიულეტენები დაიბეჭდება თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვისაც.

ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 წარმომადგნელი დააკვირდება.

28 ოქტომბერს, ამომრჩეველს თითო ბიულეტენი გადაეცემა პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის", - აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 518 890 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print