ახალი ამბები
როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდები დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

22 ოქტომბერს, უმეტეს რაიონებში, საღამოს საათებამდე იწვიმებს. 

"23 - 24 ოქტომბერს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-23-ში 19-24 გრადუსია მოსალოდნელი. ხოლო 24 ოქტომბერს ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 -26 ოქტომბრის ჩათვლით, ამინდი დასავლეთ საქართველოში განპირობებლი იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებით. ამიტომ, უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში - თოვლი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 26-27 ოქტომბერს, დაახლოებით, 14-18 გრადუსი იქნება. 

სააგენტოს ინფორმაციით, 27 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 28-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე მოიმატებს.
Print