ახალი ამბები
ქუთაისში მესხიშვილის თეატრის საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მოახერხა.

ქუთაისის მერიის საგანგებო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ კოღუაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ ცეცხლი საწყობში არსებულ ნაგვის ყუთს გაუჩნდა.
"რამაც გამოიწვია საწყობში გაკვამლიანება " - ამბობს ქუთაისის მერიის საგანგებო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ კოღუაშვილი.
მესხიშვილის თეატრის უკან მხარეს განთავსებულ საწყობში ხანძარი ნახევარი საათის წინ გაჩნდა.
Print