ახალი ამბები
იმერეთსა და სხვა რეგიონებში ავტოინსპექტირების ცენტრები ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ოთხ რეგიონში ავტომანაქანებზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემის 10 შემთხვევა გამოავლინა.
ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბ დასკვნას, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი გასცემდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლებმა გამოძიება ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სსკ–ს 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Print