ახალი ამბები
ქუთაისის მერის შურაცხმყოფელი პოსტი სოციალურ ქსელში
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ფეისბუკის პირად გვერდზე ოპოზიციის მიმართ შურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს. ქალაქის მერი კონკურენტებს ქათმებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მიზანი სამოქალაქო ომის დაწყებაა.

"ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყება, გადახედეთ რა ძალის ინტერესია ეს და ყველასთვის ნათელი გახდება მიშას და გრიშას რა დავალება მიცეს, უბრალოდ, ქათმებმა ვერ შეძლეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ქართველი ერი 28 ისევ სტაბილურობას და წინსვლას აირჩევს და პირველ ტურშივე სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი", – წერს ქალაქის მერი სოციალურ ქსელში.

გიორგი ჭიღვარიას კომენტარი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის და რეგიონალური სამსახურის უფროსის,  დიტო სამხარაძის პოსტს მოჰყვა, სადაც ის ტელეკომპანია რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე წერს.

ქუთაისის მერიის პრესამსახურში  ადასტურებენ, რომ  აღნიშნული  ფეისბუკგვერდი   ქალაქის მერს ეკუთვნის.  

Print