ახალი ამბები
გატაცებული ბიზნესმენის შვილის მოსაძებნად სპეცოპერაცია მაღლაკში ჩატარდა
FaceBook
თბილისიდან გატაცებული ბიზნესმენის, ამირან დეკანოიძის შვილის მოსაძებნად სპეცოპერაცია წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ჩატარდა.

ცნობილი გახდა, რომ გამტაცებელებმა 25 წლამდე მამაკაცი 3 მილიონის გამოძალვის მიზნით აიყვანეს.

გატაცებული ერთი კვირის განმავლობაში, მაღლაკში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ჰყვადათ.

როგორც სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, მათ მიტოვებულ სახლში გატაცცებული პირის ყოფნის შესახებ დღეს დილით გაიგეს და სხვა ინფორმაციას საქმის გახმაურებამდე არ ფლობდნენ.

გატაცებულის მამა ბიზნესი თბილისში აქვს. დეკანოიძეების სახლი ქალაქ ზესტაფონში დაკეტილია, ხოლო მეზობლების თქმით, გამომძალველები გამოსასყიდად რამდენიმე მილიონს ითხოვდნენ.

მათი თქმით, სხვა დეტალები მათთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამტაცებლები უკვე დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით უწყება განცხადებას გააკეთებს.



Print