ახალი ამბები
„ინფო ტყიბულის“ უფროსი, სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის, შესაძლოა დააჯარიმონ
FaceBook
ტყიბულის კულტურის ააიპ–ს დაქვემდებარებული  საინფორმაციო ცენტრის "ინფო ტყიბული" უფროსი, ნანა რაზმაძე, შესაძლოა, დააჯარიმონ.
საქმე ეხება ნანა რაზმაძის მიერ, საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ ვებგვერდზე, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი მასალის განთავსებას. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ტყიბულში ვიზიტის შესახებ "ინფო ტყიბულმა" მოამზადა როგორც ტექსტური, ასევე, ვიდეომასალა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს არის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ გაწეული აგიტაცია, რითიც დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 48-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნები.

თავად ნანა რაზმაძე საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი მასალა საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოამზადა.

"ინფო ტყიბული" ერთადერთი მედიასაშუალებაა ტყიბულში, შესაბამისდ, ჩვენ თუ არ გავაშუქეთ, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან ადამიანები. ჩვეულებრივი ნიუსი იყო, სხვა მიზანი ამას არ ჰქონდა",– ამბობს ნანა რაზმაძე.

ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

Print