ახალი ამბები
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური "თოფიჩი" დააყაჩაღეს. 

შემთხვევა 15 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა. ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ფაქტის დროს ადგილზე ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის ამაზე საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
Print