ახალი ამბები
ხელისუფლება რუსული პოლიტიკის ერთგულია - ქუთაისში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
FaceBook
არა ოკუპაციას, Stop Russia - არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია და ქართული სახელმწიფოს რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკა გააპროტესტეს.
"ბოლო სამი წლის ე.წ. დალაგების პოლიტიკამ მოიტანა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდით. რუსეთთან არ შეძლება ერთი ერთში დარჩენა, რადგან დასავლელი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია წარმატებაზე იფიქრო ასეთ დიდ ქვეყანასთან, რომელსაც ყოველთვის მტაცებლური ბუნება გააჩნდა. აქედან გამომდინარე,  ჩვენ არ უნდა გავანაწყენოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ მათი მეგობრები, ამავე დროს შევძლოთ ჩვენი ტერიტორიების დაცვა. 500 მეტრია დარჩენილი ავტობანამდე. ხვალ ან ზეგ დიდი საფრთხე არსებობს ამ ავტობანზე აღმოჩნდეს რუსული ტანკი. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მიმოსვლა გაჩერდეს. ფაქტობრივად სახელმწიფო გაყოფის წინაშეც დგას. მესმის ხელისუფლება ერთგულია რუსული პოლიტიკის მიმართ. რუსული პოლიტიკის მიმართ ერგულებას არავისთვის, არც ერთი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სახელმწიფოსათვის სიკეტე არ მოუტანია. სიკეთეს არ მოგვიტანს არც ჩვენ", - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარემ გია გოქაძემ.
აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება ამ ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად -  მიაჩნიათ აქციის მოანწილეეებს.

Print