ახალი ამბები
საჩხერეში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
FaceBook
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური - 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

ცენტრი იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

თანამედროვე სტანდარტების სასწრაფო დახმარების შენობები უკვე იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტს აქვს.

საგანგებო სიტუაციების ცენტრებისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემის პროექტს "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

Print