ახალი ამბები
„თუ პარლამენტი გადავა, მას ახალგაზრდობაც გაჰყვება“ – გენადი მარგველაშვლი
FaceBook
განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქუთაისისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხი განიხილება, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის დედაქალაქში გადატანაზე ისაუბრა.

მის თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან გადავა, მას ახალგაზრდა თაობაც გაჰყვება.

"ამ პარლამენტს გადმოყვება ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ ყველას უნდა კონკურენტუნარიან გარემოში განათლების მიღება და ქუთაისი ცოდვა არის ამ მიმართულებით,"–განაცხადა გენადი მარგველაშვილმა სხდომაზე.

მარგველაშვილმა, ასევე, ისაუბრა ავტოქარხნის დასახლებაში, ქუთაისის სპორტის სასახლის ალტერნატივის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ თუ ქუთაისში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდა, ახალგაზრდები ქალაქს დატოვებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად გადავა. შენობაში კი 112–ის მომსახურების ცენტრი განთავსდება.
Print