ახალი ამბები
"ნუ ასარდაფებ" - ოპოზიცია ქუთაისის მერიის წინ აქციას მართავს(ვიდეო)
FaceBook
"ნუ ასარდაფებ, არ დაუშვა მხედრიონის დაბრუნება"- ამ სლოგანებით დაიწყო გაერთიანებულმა ოპოზიციამ  საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ.

ამ ფორმით, "ძალა ერთობაშია"  ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც "რუსთავი2"-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა.

"ქართული ოცნება"  - ეს არის ჭუჭყი, რომელიც უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და გადავარჩენთ ქვეყანას"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დასასრულისკენ მიდის და ამაში მათ ხალხი უნდა დაეხმაროს.
Print