ახალი ამბები
თერჯოლის გამგეობას იეჰოვას მოწმეების მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაეკისრა
FaceBook
ქუთაისის სასამართლომ თერჯოლის გამგეობასა და საკრებულოს იეჰოვას მოწმეებისადმი მატერილური ზარალის ანაზღაურება დააკისრა უკანონო ადინისტრაციული აქტის გამოცემის გამო. თანხა 2000 ლარს შეადგენს.

თერჯოლის გამგეობამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იეჰოვას მომწეების წინააღმდეგ პროცესი წააგო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მიერ იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა.
გარდა ამისა ქუთაისის სასამართლომ თერჯოლის გამგეობასა და საკრებულოს იეჰოვას მოწმეებისადმი მატერილური ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა უკანონო ადინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად მიყენებული ზარალის გამო. თანხა 2000 ლარს შეადგენს.
თერჯოლის ცენტრში ოთხი ძმების პირველ შესახვევში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს აშენებას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი სერიოზული დაპირისპირების საშიშროებაზე საუბრობენ და დაპირისპირების აცილების გზას მშენებლობის სხვაგან, გარეუბანში გადატანაში ხედავენ. თავის მხრივ იეჰოვას მოწმეები საკითხის მოგვარებას სამართლებრივი გზით ცდილობენ. თერჯოლის გამგეობის გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ, იეჰოვას მოწმეები სასამართლოში დაუპირისპირდნენ. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
ეკა კუხალაშვილი
Print